რა საკითხები განიხილეს პუტინმა, ალიევმა და ფაშინიანმა სოჭში?

რა საკითხები განიხილეს პუტინმა, ალიევმა და ფაშინიანმა სოჭში?

1900226
რა საკითხები განიხილეს პუტინმა, ალიევმა და ფაშინიანმა სოჭში?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანს სოჭში შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს იმ დოკუმენტზე ხელმოწერის საკითხი, რომელიც დაეფუძნება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას.

პუტინმა განაცხადა, რომ შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი და შექმნა ხელსაყრელი გარემო მომავალი შეთანხმებებისთვის.

„გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ყველაფრის შეთანხმება ვერ მოხერხდა, ზოგიერთი საკითხის ამოღება გახდა საჭირო სპეციალისტების დონზე წინასწარ შემუშავებული ტექსტიდან. ამის მიუხედავად, ვეთანხმები საერთო შეფასებას, რომ შეხვედრა იყო სასარგებლო და ეს ქმნის პირობებს ზოგადად სიტუაციის დასარეგულირებლად და მომდევნო ნაბიჯების გადასადგმელად“, განაცხადა პუტინმა.

მეორეს მხრივ, სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია: „რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკებს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად აქტიური მომზადების მნიშვნელობას. არსებული მიღწევების საფუძველზე მხარეები, შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდეს ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებების ძიება. ამისთვის რუსეთის ფედერაცია ყველა შესაძლო დახმარებას გაუწევს“.

ცნობისათვის, სოჭში გამართულ შეხვედრას სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებოდნენ.



მსგავსი ინფორმაციები