პრეზიდენტი ერდოღანი ერთდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

პრეზიდენტი ერდოღანი ერთდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

1895173
პრეზიდენტი ერდოღანი ერთდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიწვევით  ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ამ ქვეყანას ეწვევა. პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, თურქული კომპანიების მხრიდან აშენებულ ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

ამავე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გასამართ ორმხრივ შეხვედრებზე, თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, სხვა რეგიონალური, გლობალური საკითხები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები იქნება განხილული.



მსგავსი ინფორმაციები