სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანულ პოზიციებს

სომეხმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტა დაარღვიეს და ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანულ პოზიციებს

1888328
სომეხმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანულ პოზიციებს

სომეხმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტა დაარღვიეს და ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანულ პოზიციებს ქელბაჯარსა და ტოვუზში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „3 ოქტომბრის საღამოდან 4 ოქტომბრის დილამდე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე ქელბაჯარის პროვინციის დასახლება ზიველში, ზეილიკსა და ისტისუში და ტოვუზის პროვინციის დასახლებებში აღდამსა და გარალარში მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის არმიამ საპასუხო ცეცხლი გახსნა.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ სიტუაციის მიზანმიმართულ ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“.-აღნიშნულია თავდაცვის სამინისტრის განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #სომხეთი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები