აზერბაიჯან-სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

მინისტრები ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმების პირობებს განსახილველად ერთმანეთს შეხვდნენ

1887610
აზერბაიჯან-სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი, თავიანთ ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმების პირობებს განსახილველად ერთმანეთს შეხვდნენ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ით გავრცელებულ პოსტში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შვეიცარიაში  ქალაქ ჟენევაში გაიმართა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 30 სექტემბერს სომხეთის სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მოლაპარაკებები 2 ოქტომბერს გაიმართება.

ფაშინიანმა თქვა, რომ შეხვედრის დროს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი მომზადდება.

აზერბაიჯანის მთავრობას კი შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.



მსგავსი ინფორმაციები