კუნძულ არვადის მახლობლად მიგრანტების ნავი ჩაიძირა
ათეულობით ადამიანი დაიღუპა
სირიაში კუნძულ, არვადის მახლობლად მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით 71 ადამიანი დაიღუპა. ბაშარ ალ-ასადის რეჟიმთან დაახლოებული საიტების ცნობით, ნავი, რომელსაც არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა ლიბანიდან ევროპაში კუნძულ, არვადის მახლობლად ჩაიძირა.
საინფორმაციო საიტ Sham FM-ის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ნაპოვნია 71 ადამიანის ცხედარი, მათ შორის პალესტინის, ლიბანისა და სირიის მოქალაქეები. მათივე ინფორმაციით, რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება რა, სავარაუდოდ ნავზე სულ მცირე 150 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 20-ის გადარჩენა მოხდა.
მსგავსი ინფორმაციები
თელ-ავივში ასობით ადამიანმა ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
თელ-ავივში ასობით ადამიანმა ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა