ერევანში ფაშინიანის წინააღმდეგ აქციები იმართება

აქციის მონაწილეები დედაქალაქ ერევანში, პარლამენტის შენობის წინ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ

1880390
ერევანში ფაშინიანის წინააღმდეგ აქციები იმართება

სომხეთში აზერბაიჯანის ფრონტის ხაზზე პროვოკაციის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეები დედაქალაქ ერევანში, პარლამენტის შენობის წინ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ.

სომხური საინფორმაციო სააგენტო NEWS.am-ის ცნობით, 44 დღიანი ყარაბაღის მეორე ომში (2020) დაღუპულთა ახლობლები პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გააკრიტიკეს.

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და ფაშინიანისთვის ნდობის არ გამოცხადებას.

საღამოს საათებიდან პარლამენტის წინ მომიტინგეების რიცხვმა იმატა, პოლიციამ პარლამენტისკენ მიმავალი ქუჩა საგზაო მოძრაობისთვის გადაკეტა.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის კარების გატეხვას შეეცადნენ. მომიტინგეები, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ, პოლიციის ბარიერის გარღვევას შეეაცდნენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 12 სექტემბრის ღამეს და 13 სექტემბრის დილას სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის საზღვრის დაშკესენის, ქელბაჯარის, ლაჩინისა და ზანგილანის მიმართულებით ფართომასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელა. ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები დაიწყო, რის შედეგადაც 50 აზერბაიჯანელი სამხედრო დაღუპა. ფაშინიანმა კი თქვა: „ამჟამინდელი მონაცემებით, ამ დროისთვის 105 ჯარისკაცია დაღუპული“.



მსგავსი ინფორმაციები