აქტუალური თემის ანალიზი -1-2022

ერაყში სამოქალაქო ომის საფრთხე და სადრის ახალი თამაშის გეგმა

1875238
აქტუალური თემის ანალიზი -1-2022

აქტუალური თემის ანალიზი -1-2022-23

ერაყში სამოქალაქო ომის საფრთხე და სადრის ახალი თამაშის გეგმა

ერაყში 2021 წლის 10 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ მდგომარეობა არ დალაგდა. „ჰაშდ ალ-შააბთან“ დაკავშირებული სხვადასხვა შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებით მძიმედ დამარცხდნენ არჩევნებში, ცდილობდნენ პოლიტიკური შედეგების მიღწევას ძალის გამოყენებით იარაღის ძალაუფლების ინსტრუმენტალიზაციის გზით. ამ ელემენტების წინააღმდეგ კი, რომლებიც მოქმედებდნენ ირანზე დამოკიდებულად, მობილიზებული იქნა მზარდი "ერაყული ნაციონალიზმი", მუქტადა ალ-სადრის მეთაურობით. ქვეყანაში, რომელიც თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას, ირანის მომხრე ჯგუფებსა და სადრისა და მისი მოკავშირეების ბრძოლა ძალაუფლებისთვის ქუჩებში გადმოვიდა და გადაიზარდა შეტაკებებში. ამ დროს სადრიმ  მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა და განაცხადა, რომ პოლიტიკა დატოვა. ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს.  

2021 წლის 10 ოქტომბერს ერაყში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, შიიტების ლიდერის მუქტადა ალ-სადრთან დაკავშირებულმა ჯგუფმა „სადრი“ 73 მანდატი მოიპოვა და გაიმარჯვა. ეს შედეგი სადრისთვის დიდი გამარჯვება იყო. სადრის ჯგუფისგან განსხვავებით, პროირანულმა ჯგუფებმა დიდი მარცხი განიცადეს, განსაკუთრებით „ფათეჰის“ ალიანსმა. მეორე პარტია გახდა პარლამენტის ყოფილი სპიკერის მუჰამედ ჰალბუსის პარტია „თაქადუმი“, ხოლო მესამე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნური მალიქის კოალიცია „კანონის სახელმწიფო“. 34 მანდატის მოპოვებით, KDP-მ კვლავ მიაღწია დიდ წარმატებას თავის ისეთ ოპონენტებთან, როგორიცაა KYB და Goran-ი. ამ შედეგების შემდეგ, სადრს სურდა ახალი მთავრობის შექმნა სუნიტებთან და KDP-სთან ალიანსის შექმნით, მაგრამ ეს მცდელობა განსაკუთრებით ირანის ჩარევით ჩაიშალა. ამის შემდეგ სადრიმ ახალი ნაბიჯი გადადგა, მისმა დეპუტატებმა მანდატები დატოვეს და სხვადასხვა ნაბიჯები გადადგა პარლამენტის დაშლისა და არჩევნების ხელახლა ჩასატარებლად.

ირანთან დაახლოებული ჯგუფები საკოორდინაციო ჩარჩოს სახელით დაჯგუფდნენ და სადრის ნაბიჯების საწინააღმდეგოდ მოქმედება დაიწყეს. სადრი ხშირად ახორციელებდა ხალხის დიდი მასების მობილიზებას ამ პოლიტიკური თამაშის ფონზე, მან ასევე გამოიყვანა „სერაია ალ-სალამის“ ჯგუფი, რომელიც არის მასთან დაკავშირებული სამხედრო შეიარაღებული სტრუქტურა და „ჰაშდ ალ-შააბის“ სტრუქტურასთან შეტაკებები მოხდა ბევრ რეგიონში, როგორიცაა ბაღდადი და ბასრა. საბოლოოდ, ძალაუფლებისთვის ბრძოლა შიიტებს შორის ასევე გადაიზარდა პირდაპირ კონფლიქტებში. ამ მოვლენებს ბევრი ადამიანი შეეწირა, სადრიმ კვლავ სიურპიზი მოაწყო და ყველა მხარეს უეცრად უკან დახევისკენ მოუწოდა. სადრიმ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ ის ტოვებდა პოლიტიკას. ერაყელი პოპულისტი ლიდერის მიერ ხშირად გამოყენებულ რიტორიკასა და მის ქმედებებს შორის, როგორც ჩანს, დიდი უფსკრულია.

შიიტმა რელიგიურმა და პოლიტიკურმა ლიდერმა მუქტადა ალ-სადრიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა: "მე ვაცხადებ, რომ დავტოვე პოლიტიკური საქმიანობა და მთლიანად დავტოვე პოლიტიკა. მე გადავწყვიტე დავხურო ყველაფერი, გარდა მამაჩემის საფლავის, ისტორიული ძეგლების ინსტიტუტისა და სადრის ოჯახის მუზეუმისა“. თავის განცხადებაში სადრმა ასევე გააკრიტიკა ირანში მცხოვრები აიათოლა ქაზიმ ალ-ჰაირი, ერაყის ერთ-ერთი შიიტური რელიგიური ავტორიტეტი „მარჯა“, რომელმაც გამოაცხადა, რომ დატოვა თავისი უფლებამოსილება. ალ სადრი ამტკიცებდა, რომ ჰაირის საკუთარი ნებით არ მიუღია აღნიშნული გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, ალ-ჰაირიმ, რომელიც მნიშვნელოვანი ფიგურაა ნაჯაფში შიიტებისთვის, დატოვა „მარჯას“ თანამდებობა და გააკეთა პროირანული განცხადებები, რამაც სადრი აიძულა საპირისპირო ნაბიჯი გადაედგა. საბოლოო ჯამში, გადადგმული ბოლო ნაბიჯებით, მას შეუძლია გამოაცხადოს თავი ახალ მარჯად და ხელი შეუშალოს ირანს მის მომხრეებზე გავლენის მოხდენაში. შედეგად, სადრი აგრძელებს ბრძოლას პროირანული ჯგუფების წინააღმდეგ და მისი მოკავშირეები წარმოადგენენ ერაყულ ნაციონალიზმს.



მსგავსი ინფორმაციები