ირანის რევოლუციური გვარდიის წევრი, ბრიგადის გენერალი აბულფაზლ ალიჯანი სირიაში დაიღუპა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის წევრი, ბრიგადის გენერალი აბულფაზლ ალიჯანი სირიაში დაიღუპა

1871426
ირანის რევოლუციური გვარდიის წევრი, ბრიგადის გენერალი აბულფაზლ ალიჯანი სირიაში დაიღუპა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის წევრი, ბრიგადის გენერალი აბულფაზლ ალიჯანი სირიაში დაიღუპა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ირანელი სარდალი ალიჯანი, რომელიც სირიაში „სამხედრო მრჩევლად“ მსახურობდა, გუშინ სირიაში გარდაიცვალა.

ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი ირანელი მეთაურის გარდაცვალების მიზეზებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ალიჯანის წოდება, რომელიც აღწერილია, როგორც უფროსი მეთაური, არ იყო ნახსენები აღნიშნულ ინფორმაციებში, მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ ის ბრიგადის გენერლის წოდებას ატარებდა.

ირანი, სირიაში მყოფ რევოლუციური გვარდიის არმიის წევრებს „სამხედრო მრჩევლებს“ უწოდებს.

 


საკვანძო სიტყვები: #ბრიგადის გენერალი , #სირია , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები