აქტუალური თემის ანალიზი 51-2022

შესაძლებელია თუ არა ასადის რეჟიმთან შეთანხმება?

1870164
აქტუალური თემის ანალიზი 51-2022

აქტუალური თემის ანალიზი 51-2022

შესაძლებელია თუ არა ასადის რეჟიმთან შეთანხმება?

პრეზიდენტ ერდოღანის მიერ სოჭის სამიტის შემდეგ გაკეთებული განცხადებები და საგარეო საქმეთა მინისტრის ჩავუშოღლუს განცხადებები იმის შესახებ, რომ სირიაში პრობლემის გადაწყვეტისთვის უნდა შევარიგოთ ოპოზიცია და ასადის რეჟიმი, გარკვეულწილად კონტექსტიდან ამოვარდნილად იქნა ასახული და დასვა კითხვები, შეიცვალა თუ არა თურქეთმა პოზიცია სირიაში. სირიის რეალობაში მართლა შესაძლებელია თუ არა ასადის რეჟიმის ლეგიტიმურ ძალაუფლებად დანახვა და მისი ნორმალიზება? იქნება თუ არა ასეთი ნაბიჯი თურქეთისა და სირიელების ინტერესებში? - ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს.  

თურქეთი ბოლო თვეებში ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში ემზადება დიდი სამხედრო ოპერაციისთვის PKK/YPG-ს კონტროლის ქვეშ მყოფ რაიონებში, როგორებიცაა თელ რიფატი და მანბიჯი და იმავდროულად განსაკუთრებით ასტანას პროცესში სხვა გარანტორი ქვეყნების, რუსეთისა და ირანის ალტერნატიული შეთავაზებების წინაშე აღმოჩნდა. განსაკუთრებით სოჭში ერდოღანისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ, ერდოღანმა განაცხადა, რომ პუტინმა მას შესთავაზა ასადის რეჟიმთან თანამშრომლობით რეგიონის PKK/YPG-სგან გაწმენდა. თუმცა, სხვა განცხადებაში, რომელსაც მედიას არ სურს მოუსმინოს, მან ასევე აღნიშნა, რომ დაზვერვის ორგანიზაციები დიდი ხანია ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ ტერორიზმთან ბრძოლაში პროგრესი ვერ მოხერხდა. ერდოღანის შემდეგ ჩავუშოღლუს განცხადებებით, რომ გრძელვადიანი მშვიდობისა და ქვეყნის არ გაყოფისთვის ოპოზიცია და ასადის რეჟიმი უნდა შევარიგოთ, წინა პლანზე წამოიწვია შეკითხვამ, ცვლის თუ არა თურქეთი პოზიციას სირიაში. სირიაში რამდენიმე დემონსტრაციაც კი გაიმართა თურქეთის გავლენის ქვეშ მყოფ რეგიონებში. თუმცა, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა სიტუაცია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის პოზიცია არ შეცვლილა გაეროს უშიშროების საბჭოს ნომერ 2254 რეზოლუციებსა და ასტანას პროცესში და რომ სირიის რევოლუციისა და რევოლუციური ძალების მხარდაჭერა გაგრძელდენაა.

რეალურად გაზვიადებულ მიდგომებს რომ თავი დავანებოთ, თურქეთი უკვე დიდი ხანია ხაზს უსვამს სირიაში პოლიტიკური გადაწყვეტის აუცილებლობას და ამ კონტექსტში ბოლომდე მხარს უჭერს ასტანას პროცესში შემავალ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს და ახალი კონსტიტუციის შექმნის პროცესს. თუმცა, აქ პროცესის მთავარი მაბლოკირებელი ფაქტორი ყოველთვის იყო რეჟიმი და მის მხარდამჭერ რუსეთ-ირანის წყვილი. ისინი ძირითადად სამხედრო გადაწყვეტას ცდილობდნენ და თურქეთმა მას იდლიბში უპასუხა ოპერაციით „გაზაფხულის ფარი“. რეჟიმმა და მისმა მოკავშირეებმა აქამდე აჩვენეს, რომ არ არიან მზად დათმობებზე წასასვლელად, ახალი კონსტიტუციის შესაქმნელად და ახალი პლატფორმისთვის, რომელშიც ოპოზიცია ხელისუფლებაში იქნება ინტეგრირებული. თუ ამ პოზიციიდან უკან დახევენ და გამოსავლისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, ეს იქნება პოზიცია, რომელიც თურქეთსა და ოპოზიციას დიდი ხანია სურდა.

თუმცა, თუ ასადის რეჟიმის უკომპრომისო დამოკიდებულება გაგრძელდება პოლიტიკური გადაწყვეტის პროცესის მიმართ, არასწორი პოზიცია იქნება მისი ლეგიტიმურ აქტორად დანახვა და ურთიერთობების ნორმალიზება. ვფიქრობ, არც თურქეთს აქვს ამის განზრახვა.

 



მსგავსი ინფორმაციები