სომხები ქალაქ ლაჩინს ტოვებენ და თან სახლებსა და ტყეებს წვავენ

სომხები ქალაქ ლაჩინს, რომელიც თვის ბოლოს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავა, ტოვებენ და თან სახლებსა და ტყეებს წვავენ

1869621
სომხები ქალაქ ლაჩინს ტოვებენ და თან სახლებსა და ტყეებს წვავენ

სომხები ქალაქ ლაჩინს, რომელიც თვის ბოლოს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავა, ტოვებენ და თან სახლებსა და ტყეებს წვავენ.

ლაჩინს, რომელიც თვის ბოლოს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ იქნება, უკანონოდ ჩასახლებული სომხები ჩაბარების თარიღამდე ისევ ზიანს აყენებენ.

რეგიონში მცხოვრებმა სომხებმა ცეცხლი წაუკიდეს შენობებს და ტყეებს.

ბევრი კადრი სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სადაც ჩანს, რომ სომხები წვავდნენ სახლებს და აზიანებდნენ გარემოს.

2020 წლის 10 ნოემბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი სამმხრივი დეკლარაციის თანახმად, ყარაბაღში ლაჩინსა და მიმდებარე ზოგიერთ სოფელში მცხოვრებმა სომხებმა აგვისტოს ბოლოს უნდა დატოვონ ტერიტორია, სადაც ისინი უკანონოდ დასახლდნენ და ქალაქი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდეს.

ლაჩინში და მიმდებარე სოფლებში, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბერს ოკუპაციისგან გათავისუფლდა, ასევე არალეგალურად სახლობს ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული ბევრი ემიგრანტი.

თვის ბოლომდე ქალაქს რეგიონში მყოფი ემიგრანტები და დროებითი რუსული ჯარებიც დატოვებენ.

მეორე მხრივ, ლაჩინის ირგვლივ საგზაო მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულების შემდეგ, დაიწყო ათვლა აზერბაიჯანის მიერ ქალაქზე კონტროლის დამყარებისთვის.


საკვანძო სიტყვები: #ლაჩინი , #აზერბაიჯანი , #სომხეთი

მსგავსი ინფორმაციები