თურქეთმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს

თურქეთმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს

1869226
თურქეთმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივში ელჩს დანიშნავენ. ჩვუშოღლუმ ამის შესახებ, ანკარაში მყოფ ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან  შეხვედრის შედმეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მიღებულია გადაწყვეტილება ისრაელში ელჩის დანიშვნაზე, ისრაელის მხრიდან ასევე მოვიდა პოზიტიური პასუხი ამ საკითხზე. მალე ჩვენი ელჩის კანდიდატურა პრეზიდენტს წარედგინება“, აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

მან ასევე კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ დაიცავენ პალესტინის უფლებებს.

თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მიესალმება ისრაელიც. პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

საკითხთან დაკავშრებით განცხადება გავრცელდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრის იაირ ლაპიდის ოფისიდანაც, რომელშიც ნათქვამია: „გადაწყდა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კვლავ დიპლომატიურ დონეზე აიწიოს და დაინიშნოს ორი ქვეყნის ელჩები და გენერალური კონსულები. თურქეთთან ურთიერთობის აღდგენა მნიშვნელოვანი ღირებულებაა რეგიონული სტაბილურობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლე ისრაელის მოქალაქეებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის პოზიციის განმტკიცებას მსოფლიოში. პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის გადაწყვეტილება იქნა მიღებული“.


საკვანძო სიტყვები: #ურთიერთობები , #ისრაელი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები