ერევანში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

ერევანში, სურმალუს სავაჭრო ცენტრში ფეიერვერკების მაღაზიაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

1868559
ერევანში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სურმალუს სავაჭრო ცენტრში ფეიერვერკების მაღაზიაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსპიკერმა ჰაიკ კოსტანიანმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად დაღუპული 16 ადამიანიდან 13 იდენტიფიცირებულია.

კოსტანიანმა აღნიშნა, რომ იდენტიფიცირებულთა შორის არის ორსული ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი, ხოლო 10 ადამიანი ამ დრომდე ვერ იქნა ნაპოვნი.

14 აგვისტოს სურმალუს სავაჭრო ცენტრში მომხდარი ძლიერი აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი.

სომხეთის კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ცნობით კი დღეს ადგილობრივი დროით 10:05 საათზე მიიღეს შეტყობინება ერევნის მეტროსადგურებზე ბომბის არსებობის შესახებ.

სადგურებზე გაიგზავნა K9-ს ქვედანაყოფები და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბომბსაწინააღმდეგო ჯგუფები.

აღინიშნა, რომ სამძებრო სამუშაოების დასრულებამდე ყველა სადგური დაიკეტა.



მსგავსი ინფორმაციები