ერევანში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ერევანში სავაჭრო ცენტრში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

1867931
ერევანში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სავაჭრო ცენტრში, მაღაზიაში, სადაც ფეიერვერკები იყიდებოდა, გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ გუშინ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 60-ზე მეტი დაშავდა, 18 ადამიანს კი ეძებენ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპული 6 ადამიანიდან ერთის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

სავაჭრო ცენტრში ძლიერი აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ ხალხი იმყოფება.



მსგავსი ინფორმაციები