მოქთადა ალ-სადრი ახალი მოწოდებით გამოდის

მოქთადა ალ-სადრი ახალი მოწოდებით გამოდის

1866735
მოქთადა ალ-სადრი ახალი მოწოდებით გამოდის

ერაყში, მოძრაობა Sadr-ის ლიდერმა მუქთადა ალ-სადრიმ სასამართლოს მოუწოდა ქვეყნის პარლამენტი არაუგვიანეს მომდევნო კვირის ბოლომდე დაითხოვოს.

მოქთადა ალ-სადრი, Twitter-ის ანგარიშიდან წერილობით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იგი აღნიშნავს: „ერაყის უმაღლეს სასამართლო საბჭოს თავმჯდომარეს და ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებას მოვუწოდებ, პარლამენტი არაუგვიანეს მომდევნო კვირის ბოლომდე დაითხოვეთ და გარკვეულ პირობებში, რომელსაც მოგვიანებით გამოაცხადებთ, დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები“.

მოქთადა ალ-სადრიმ 2 აგვისტოს, თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ  ე.წ. მწვანე ზონაში, სადაც სამთავრობო შენობები, მათ შორის პარლამენტია განთავსებული, გააგრძელონ საპროტესტო აქციები, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ცნობისათვის, ერაყში გასული წლის 10 ოქტომბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური უთანხმოების გამო მთავრობა არ ჩამოყალიბებულა.  25 ივლისს შიიტურმა კოალიციამ 52 წლის, მოჰამედ შია ეს-სუდანის კანდიდატურა წარადგინა, კრიზისის დასასრულებლად, მაგრამ შეუთანხმებლობის გამო ამანაც არ გამოიღო რაიმე შედეგი.  


საკვანძო სიტყვები: #მოწოდება , #მოქთადა ალ-სადრი

მსგავსი ინფორმაციები