სომხეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

სომხეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

1865031
სომხეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხურმა შეიარაღებულმა შენაერთებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს 10-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი ელემენტები არიან განლაგებული, არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან, სნაიპერული და სხვადასხვა კალიბრის იარაღით მთლიანობაში 10-ჯერ ესროდნენ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის და ფიზულის რაიონების მიმართულებით.

სამინისტრო თავის განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ აზერბაიჯანის არმიაში პერსონალისა და ტექნიკის დანაკარგი არ ყოფილა რა, სომხურ მხარეს ადეკვატური პასუხი გაეცა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაძაბულობაზე, რომელიც განვითარდა როგორც საზღვარზე, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსული ელემენტები არიან განლაგებული, სომხეთის ადმინისტრაციას ეკისრება.



მსგავსი ინფორმაციები