ლონდონში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა

ლონდონში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა

1864006
ლონდონში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში, აზერბაიჯანის საელჩოზე რადიკალური რელიგიური ჯგუფის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რადიკალური ჯგუფი შევიდა ლონდონში მათ საელჩოს შენობაში და  ვანდალიზმი ჩაიდინა, შენობის აივანზე რელიგიური დროშები ჩამოკიდეს და რადიკალური ლოზუნგები წამოიძახეს.

სამინისტროს განცხადებაში ასევ ნათქვამია, რომ რადიკალური ჯგუფის წევრები ადგილობრივი პოლიციის ჩარევის შემდეგ დააკავეს, საელჩოს თანამშრომლებს შორის კი არავინ დაშავებულა.

საკითხთან დაკავშირებით პირველი გამოხმაურება უკვე მოჰყვა თურქეთიდანაც. საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის კოლეგა, ჯეიჰუნ ბაირამოვს ტელეფონით დაუკავშირდა რა, მომხდარი მკაცრად დაგმო და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.



მსგავსი ინფორმაციები