ყარაბაღში სიტუაცია ისევ დაიძაბა

ყარაბაღში სიტუაცია ისევ დაიძაბა

1863453
ყარაბაღში სიტუაცია ისევ დაიძაბა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის არმიამ ყარაბაღში, არალეგალური სომხური შეიარაღებული ელემენტების რამდენიმე პოზიცია განადგურდა. ხოლო ყოფილი აღდერეს პროვინციის ანუ, იუქარი ორატაღის დასახლებაში განხორციელდა ავიაიერიში, რის შედეგადაც განადგურდა და დაშავდა ცოცხალი ძალა, ასევე რამდენიმე ჰაუბიცა, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალები. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ დაიწყო კონტრტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით, „ანგარიშსწორება“, რომლის ფარგლებში მთიან ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლეზე დაამყარეს კონტროლი.

მათივე ინფორმაციით, ოპერაციები განხორციელდა იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა აღნიშნული ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო რაც, არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან აზერბაიჯანის პოზიციების მიმართ ცეცხლი იქნა გახსნილი, რის შედეგადაც ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

მეორეს მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაციების ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.



მსგავსი ინფორმაციები