მოქთადა ალ-სადრი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

მოქთადა ალ-სადრი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

1863793
მოქთადა ალ-სადრი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს

ერაყში მოძრაობა Sadr-ის ლიდერმა მუქთადა ალ-სადრიმ პარლამენტის დაშლა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

სატელევიზიო გამოსვლაში მოქთადა ალ-სადრიმ მოუწოდა თავის მხარდამჭერებს დედაქალაქ ბაღდადში, ე.წ. მწვანე ზონაში, სადაც სამთავრობო შენობებია განთავსებული გააგრძელონ საპროტესტო აქციები, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. შიიტმა რელიგიურმა და პოლიტიკურმა ლიდერმა ალ-სადრიმ შეწყვიტა, ყოველგვარი დიალოგისა და შერიგების კარი ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტ პოლიტიკურ კონკურენტებთან რა, პარლამენტის გაუქმება და ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

„თუ გსურთ კორუფციის დასრულება, ისარგებლეთ ჩემი თანდასწრებით. ო, ერაყელებო, თუ გსურთ ცვლილება, მე დაგელოდებით“, განაცხადა მოქთადა ალ-სადრიმ სატელევიზიო მიმართვის დროს.

ცნობისათვის, ერაყში გასული წლის 10 ოქტომბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური უთანხმოების გამო მთავრობა არ ჩამოყალიბებულა.  25 ივლისს შიიტურმა კოალიციამ 52 წლის, მოჰამედ შია ეს-სუდანის კანდიდატურა წარადგინა, კრიზისის დასასრულებლად.

ამ დროისთვის, ქვეყანას ყოფილი პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ალ-ქაზიმი მართავს, ხოლო თუ პარტიები ახალი მთავრობის არჩევაზე ვერ შეთანხმდებიან, ალ-ქაზიმი აღნიშნულ თანამდებობაზე მომავალ არჩევნებამდე დარჩება.



მსგავსი ინფორმაციები