საქართველოში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელიც პარაპლანისტების გადასარჩენად მიფრინავდა

საქართველოში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელიც პარაპლანისტების გადასარჩენად მიფრინავდა

1861357
საქართველოში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელიც პარაპლანისტების გადასარჩენად მიფრინავდა

საქართველოში ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელიც პარაპლანისტების გადასარჩენად მიფრინავდა

საქართველოში, ყაზბეგის რაიონში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების გადასარჩენად მიმავალი ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენში სულ 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ სამაშველო სამუშაოების დროს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ბრიგადები იქნა მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო 30 ივლისი „გლოვის დღედ“ გამოაცხადა და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

 



მსგავსი ინფორმაციები