სირიაში რუსულმა თვითმფრინავმა იერიში ქრისტიანებით დასახლებულ სოფლებზე მიიტანა
საჰაერო თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათგან 5 ბავშვი, 13 კი დაშავდა
1858262
სირიის ჩრდილო-დასავლეთში, იდლიბის პროვინციაში, ქრისტიანებით დასახლებულ სოფლებზე, იაკუბიესა და ჯუდეიდეზე რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან ხუთი ბავშვი.
ოპოზიციის კუთვნილი ავიასადამკვირვებლო ცენტრის ცნობით, თურქეთის დროით 05:36 საათზე, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა, რომელიც აფრინდა ლატაკიის ჰმეიმიმის ბაზიდან, ავიადარტყმა მიიტანა იდლიბის დასავლეთით მდებარე სოფლებზე იაკუბიესა და ჯუდეიდეზე.
იდლიბის სამოქალაქო თავდაცვის (თეთრი ჩაფხუტების) ოფიციალური პირებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, იდლიბის სოფელ ჯუდეიდეზე რუსული თვითმფრინავის საჰაერო თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათგან 5 ბავშვი, 13 კი დაშავდა.