როგორ მოიტანა მშვიდობა 48 წლის წინ თურქეთის სამშვიდობო ოპერაციამ კვიპროსზე?

როგორ მოიტანა მშვიდობა 48 წლის წინ თურქეთის სამშვიდობო ოპერაციამ კვიპროსზე?

1857818
როგორ მოიტანა მშვიდობა 48 წლის წინ თურქეთის სამშვიდობო ოპერაციამ კვიპროსზე?

როგორ მოიტანა მშვიდობა 48 წლის წინ თურქეთის სამშვიდობო ოპერაციამ კვიპროსზე? 

სამხედრო ოპერაციამ მოიგერია საბერძნეთის მიერ მხარდაჭერილი გენოციდური შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებმაც კვიპროსელი თურქების სისხლი დაღვარეს.

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა (KKTC) ყოველწლიურად 20 ივლისს აღნიშნავს მშვიდობისა და თავისუფლების დღეს.

ეს არის დღე, როდესაც თურქეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ჩარევა ანუ კვიპროსის სამშვიდობო ოპერაცია, კვიპროსელი თურქების დასაცავად იმ ძალადობისგან, რომელიც კუნძულზე 1974 წელს დაიწყო.

ოთხშაბათს აღინიშნება ოპერაციის 48-ე წლისთავი, რომელმაც გადაარჩინა კვიპროსელები მასობრივი მკვლელობებისგან, დაიცვა კუნძულის ორ-საზოგადოებიანი დამოუკიდებლობა და ხელი შეუშალა კვიპროსის საბერძნეთთან შეერთებას.

კვიპროსის რესპუბლიკა 1960 წლის 16 აგვისტოს ორი თანაბარი საზოგადოების საფუძველზე დაარსდა.

თურქეთიც და კვიპროსელი თურქებიც პირველივე დღიდან მიესალმნენ რესპუბლიკის დაარსებას, მაგრამ როდესაც კვიპროსის ბერძენმა პრეზიდენტმა არქიეპისკოპოსმა მაკარიოსმა თქვა, რომ რესპუბლიკა მხოლოდ ნაბიჯია ენოსისის (საბერძნეთთან შეერთების) მიმართულებით, ყველაფერი შეიცვალა.

კვიპროსელმა ბერძნებმა დაიწყეს აკრიტასის გეგმის შესრულება 1963 წლის 21 დეკემბერს, რომელიც მიზნად ისახავადა კვიპროსელი თურქების მოსპობასა და მთელ კუნძულზე კონტროლის მოპოვებას 48 საათის განმავლობაში, მაგრამ კვიპროსელმა თურქებმა დევნას წინააღმდეგობა გაუწიეს.

გარანტორი ქვეყანა თურქეთი მოუწოდებდა გაეროს და საერთაშორისო თანამეგობრობას 11 წლის განმავლობაში მიეღოთ ზომები, მაგრამ უშედეგოდ. კვიპროსელმა ბერძნებმა 1974 წლის 15 ივლისს წამოიწყეს გეგმა იფესტოსი, რომელიც მიზნად ისახავდა „მეორე გენოციდის ჩადენას“.

1974 წლის 15 ივლისს ბერძნულმა ხუნტამ გადატრიალების შემდეგ მაკარიოსი გადააყენა და თურქეთმა დაიწყო მოლაპარაკებები საბერძნეთთან და დიდ ბრიტანეთთან.

ვინაიდან მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო, თურქეთი 20 ივლისის გადავიდა კუნძულზე და გააკეთა მოწოდება აღდგენილიყო კონსტიტუციური წესრიგი.

„ოპერაცია რომ არ ჩატარებულიყო, კვიპროსელ თურქებს დახოცავდნენ“, განუცხადა სააგენტო „ანადოლუ“-ს 1974 წლის კვიპროსის სამშვიდობო ოპერაციის ვეტერანმა, ილმაზ ბორამ.

"დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა (KKTC) ჩვენი სამშობლოს მხარდაჭერის წყალობით სამუდამოდ იარსებებს."

ორმოცი წლის შემდეგ, KKTC-ს ხელმძღვანელობამ გააცნობიერა, რომ საერთაშორისო საზოგადოება განზრახ არ ცნობს მათ სახელმწიფოს და მათ ბედს გაურკვეველს ხდის. TRT World-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა თაჰსინ ერთუღრულოღლუმ განაცხადა, რომ KKTC-მ დაკარგა რწმენა ერთი სახელმწიფოიანი გადაწყვეტის მიმართ, რადგან კვიპროსელი ბერძნები უარს ამბობენ კვიპროსელ თურქებს მოექცნენ როგორც თანასწორ პარტნიორებს.

„ჩვენ ვცადეთ პარტნიორობის არჩევანი. არ იმუშავა. რატომ? იმის გამო, რომ კვიპროსელი ბერძენები ვერ შეეგუენ იმ აზრს, რომ კვიპროსელი თურქები მათი თანასწორები არინა“. - თქვა ერთუღრულოღლუმ.

”ასე რომ, პარტნიორობის საფუძველზე რესპუბლიკის ფორმულა გამოიცადა და ჩაიშალა, რადგან მეორე პარტნიორს არ სურდა, რომ მას ემუშავა.”

ანკარა ინარჩუნებს თავის სამხედრო არსებობას კუნძულზე კვიპროსელი თურქების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, გაერომ, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსად, დიდი ხანია არჩია იყოს პრობლემის ნაწილი და არა პრობლემის გადაწყვეტა, რადგან მან თურქეთის 1974 წლის ოპერაცია კონფლიქტის წყაროდ დაინახა და კვიპროსის კონფლიქტს არასწორი დიაგნოზი დაუსვა.

მინისტრის თქმით, ყველა თანხმდება, რომ 1974 წელს მოხდა "თურქეთის სამხედრო ოპერაცია" თუმცა საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს იმ ფაქტს, რომ ეს გამოწვეული იყო კვიპროსელი ბერძნების მიერ კვიპროსელი თურქების პოლიტიკური უფლებების დარღვევით.

”თურქეთი არასოდეს დაუშვებს, რომ ეს კუნძული იყოს ბერძნული კუნძული” - განუცხადა მინისტრმა TRT World-ს და მიუთითა იმაზე, რომ კუნძული ოსმალეთის მმართველობის ქვეშ იყო სამ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.

„ამ კუნძულზე მთვარიდან არ მოვსულვართ. ჩვენი წინაპრები აქ ანატოლიიდან მოვიდნენ. ჩვენ თურქები ვართ, რომლებიც ვცხოვრობთ კუნძულ კვიპროსზე. არ არსებობს ერი, რომელსაც კვიპროსელი ჰქვია. ან კვიპროსელი ბერძენი ხარ, ან კვიპროსელი თურქი, ან ერთ-ერთი უმცირესობა, სომეხი ან მარონიტი“.

‘გარეთ გასვლის გვეშინოდა’

1974 წლის კვიპროსის სამშვიდობო ოპერაციის ერთ-ერთმა ვეტერანმა ომერ ოზილდირიმმა განაცხადა, რომ ისინი ამ ოპერაციამდე ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ.

ოზილდირიმმა სააგენტო „ანადოლუ“-ს განუცხადა: „ბერძნებმა ჩვენი სოფლიდან 1963-1974 წლებში წაიყვანეს ხალხი და  ყველა დახოცეს. გარეთ გასვლის გვეშინოდა. ოპერაციის დაწყებამდე ჩვენ, ჩვენი იარაღი გადავეცით გაეროს სამშვიდობო ძალებს. გაეროს სამშვიდობო ძალებმა კი ეს იარაღი საბერძნეთის პოლიციას გადასცა.“

ოზილდირიმმა ასევე დასძინა, რომ არ ენდობა გაეროს სამშვიდობო ძალებს და შეერთებულ შტატებს, როდესაც საქმე კუნძულის უსაფრთხოებას ეხება.

„მე მხოლოდ თურქეთის შეიარაღებულ ძალებს ვენდობი. თურქი ჯარისკაცები უნდა დარჩნენ კუნძულზე, თუ ისინი (თურქი ჯარისკაცები) წავლენ,  ჩვენი დასასრული იქნება“, განაცხადა ოზილდირიმმა.

კვიპროსის პრობლემა არის გაჭიანურებული პოლიტიკური კონფლიქტი კვიპროსელ თურქებსა და კვიპროსელ ბერძნებს შორის, ორ განსხვავებულ რელიგიურ და ეთნიკურ თემს შორის, რომლებიც ცხოვრობენ სტრატეგიულ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე.

კვიპროსელ თურქებს აღარ სჯერათ პრობლემის, ერთი სახელმწიფოს ფორმატში გადაწყვეტის. კუნძულის სტატუსზე ერთი სახელმწიფოს ფორმატში გადაწყვეტა, რომლიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულია 1960 წლიდან, როგორც კვიპროსის რესპუბლიკა, ჩამოყალიბდა ორი თემისა და ორი რეგიონის გაერთიანებით.

კვიპროსის სამშვიდობო ოპერაციის კიდევ ერთმა ვეტერანმა ბესიმ ფარუკ ჯანმა სააგენტო „ანადოლუ“-ს განუცხადა: „მე არ ვუჭერ მხარს კვიპროსის საკითხის ფედერალურ გადაწყვეტას. თუ ორი თემი ერთად იცხოვრებს, ეს იქნება კატასტროფა. კვიპროსელი თურქების და ბერძნების ერთად ცხოვრება შეუძლებელია. ჩვენც ჩრდილოეთში ვცხოვრობთ და არანაირი პრობლემა არ ყოფილა“.



მსგავსი ინფორმაციები