ევროკავშირ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში ახალი ერა იწყება

ევროკავშირ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში ახალი ერა იწყება

1857194
ევროკავშირ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში ახალი ერა იწყება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ისინი აზერბაიჯანთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებას გამართავენ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელიმ, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ევროკავშირ-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საბჭოს მე-18 სხდომის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე ბორელიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანთან ახალ ყოვლისმომცველ თანამშრომლობისა და პარტნიორობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს გამართავს.

პრესკონფერეციაზე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაირამოვმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი არის მათი ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ყველაზე დიდი ინვესტორი. მისივე თქმით, ალტერნატიული ბუნებრივი აირი ევროპის ბაზრებზე მიწოდებისთვის, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები განახორციელეს.

ცნობისათვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორი დღის წინ, ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ენერგომიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.



მსგავსი ინფორმაციები