სულეიმანიეში MİT-მა PKK-ს წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა

სულეიმანიეში MİT-მა PKK-ს წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა

1836780
სულეიმანიეში MİT-მა PKK-ს წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა
pkk mehmet dogan1.jpg
pkk mehmet dogan.jpg

ერაყის ჩრდილოეთით მდებარე სულეიმანიეში, თურქეთის ეროვნული დაზვერვის (MİT) მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის ერთ-ერთი ე.წ. ლიდერი, მეჰმეთ დოღანი იქნა განეიტრალებული.

უსაფრთხოების სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, MİT-მა დაადგინა, რომ ერაყში სახმელეთო ოპერაციების შემდეგ ფრონტის ხაზის უკან მდებარე მაჰმური და კირკუკი PKK-სთვის „უსაფრთხო ნავსადგურად“ იქცა.

შესაბამისად, ოპერაციით განეიტრალდა მეჰმეთ დოღანი, კოდური სახელწოდებით „დილჰაზ გაბარი“, რომელიც პასუხისმგებელია ჯემჯემალში PKK-ს ე.წ. კირკუკის ფრონტზე.

MİT-მა ცოტა ხნის წინ გაანეიტრალა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული მმართველი, მეჰმეთ ერდოღანი, კოდური სახელწოდებით "აჰმეთ რუბარი".



მსგავსი ინფორმაციები