აქტუალური ტემის ანალიზი 39-2022

ახალი სამხედრო ოპერაცია სირიაში

1833831
აქტუალური ტემის ანალიზი 39-2022

აქტუალური ტემის ანალიზი 39-2022

ახალი სამხედრო ოპერაცია სირიაში

პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის ბოლო საჯარო განცხადებებში ჩრდილოეთ სირიაში ახალი შესაძლო სამხედრო ოპერაციების შესახებ მიუთითა. ერდოღანმა განაცხადა, რომ რეგიონიდან თურქეთის წინააღმდეგ ტერორისტული საფრთხეები გრძელდება და მთელი სასაზღვრო ხაზის გასწვრივ 32 კმ სიღრმის უსაფრთხო ზონის შესაქმნელად ტერორისტული ორგანიზაციის PKK/YPG-ის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციები განხორციელდება. უკრაინის ომის შედეგად შექმნილმა ახალმა გეოპოლიტიკურმა ბალანსმა თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში ახალი შესაძლებლობები შესთავაზა. ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარის, ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს.  

თურქეთმა არაერთხელ ჩაატარა დიდი სამხედრო ოპერაციები სირიიდან მომდინარე ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ეროვნულ უსაფრთხოებას. პირველი დაიწყო „ევფრატის ფარის“ ოპერაციით 2016 წელს, რომლის სამიზნეც ერთდროულად იყო ტერორისტული ორგანიზაციები DEAŞ და PKK, შემდეგ კი ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ მოეწყო აფრინში და ბოლოს ჩატარდა ოპერაცია „მშვიდობის წყარო“, რომელიც ევფრატის აღმოსავლეთში მოიცავდა თელ აბიადს და რას ალ-აინის. ამ ოპერაციებით აღმოიფხვრა ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ს ხმელთაშუა ზღვამდე მისვლის და ტერორისტული სახელმწიფოს ჩამოყალიბების მცდელობები, ხოლო ტერორისტული ორგანიზაცია კვლავ ინარჩუნებს სირიაში არსებობას. განსაკუთრებით ევფრატის დასავლეთით თელ რიფატში და მანბიჯში ის მოქმედებს რუსეთისა და ასადის რეჟიმის მფარველობის ქვეშ, „ევფრატის აღმოსავლეთით კი ის ძირითადად აშშ-ს მფარველობის ქვეშ იმყოფება. არსებობს მცდელობა, PKK/YPG-ს მიერ შეიქმნას დე ფაქტო ავტონომიური ტერიტორია  „ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის ავტონომიური ადმინისტრაციის“ სახელით და აშშ-ს და დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მხარდაჭერით გახდეს აღიარებული ავტონომიური სტრუქტურა პოლიტიკურ და სამართლებრივ საფუძველზე, რომელიც მოიცავს რაქასა და დეირ ეზ-ზორს. თუმცა, თურქეთს არ აქვს განზრახვა დაუშვას ასეთი ფაქტები. თავის ბოლო საჯარო განცხადებებში პრეზიდენტმა ერდოღანმა ჩრდილოეთ სირიაში ახალი შესაძლო სამხედრო ოპერაციების მინიშნება გააკეთა. ერდოღანმა განაცხადა, რომ რეგიონიდან თურქეთის წინააღმდეგ ტერორისტული საფრთხეები გრძელდება და მთელი სასაზღვრო ხაზის გასწვრივ 32 კმ სიღრმის უსაფრთხო ზონის შესაქმნელად ტერორისტული ორგანიზაციის PKK/YPG-ის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციები განხორციელდება. უკრაინის ომის შედეგად შექმნილმა ახალმა გეოპოლიტიკურმა ბალანსმა თურქეთის ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში ახალი შესაძლებლობები შესთავაზა. 

განსაკუთრებით რუსეთის თანდათანობით სამხედრო გასვლა სირიიდან და აშშ-ს ფოკუსირება უკრაინის ომზე, აფართოებს თურქეთის მანევრირების ტერიტორიას. საჭირო ლოგისტიკური მომზადების შემდეგ, ახლა დროის საკითხია თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოაწყონ ყოვლისმომცველი სამხედრო ოპერაცია ზემოაღნიშნული რეგიონების წინააღმდეგ სირიის ეროვნულ არმიასთან ერთად, რომელიც მან გაწვრთნა და აღჭურვა.



მსგავსი ინფორმაციები