ალიევმა განაცხადა, რომ ისინი სომხეთთან ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე შეთანხმდნენ

ალიევმა განაცხადა, რომ ისინი სომხეთთან ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე შეთანხმდნენ

1831651
ალიევმა განაცხადა, რომ ისინი სომხეთთან ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე შეთანხმდნენ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ისინი სომხეთთან შეთანხმდნენ ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე, მათ შორის რკინიგზისა და ავტომაგისტრალის მშენებლობაზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესცენტრის განცხადებით, ილჰამ ალიევმა დაურეკა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან ჩარლ მიშელთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში კვირას გამართული შეხვედრის შესახებ.

ალიევმა აღნიშნა, რომ მიშელთან და ფაშინიანთან განიხილეს მის ქვეყანასა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მომზადება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია, სატრანსპორტო დერეფნების გახსნა და საზღვრების განსაზღვრა და დაამატა, რომ შეხვედრას დადებითად აფასებს.

მან აღნიშნა, რომ გუშინ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრების დადგენის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ და ისინი სომხეთთან შეთანხმდნენ ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე, მათ შორის რკინიგზისა და ავტომაგისტრალის მშენებლობაზე.

ერდოღანმა მადლობა გადაუხადა ალიევს ინფორმირებისთვის და შეხვედრაზე მიღწეული დადებითი შედეგების გამო კმაყოფილება გამოთქვა.

მათ ხაზი გაუსვეს რეგიონში რაც შეიძლება მალე მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას და ასევე ისაუბრეს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებზე.



მსგავსი ინფორმაციები