ისრაელის სასამართლომ ალ-აქსას საკითხთან დაკავშირებით განაჩენი გამოაცხადა

ისრაელის სასამართლომ ალ-აქსას საკითხთან დაკავშირებით განაჩენი გამოაცხადა

1830766
ისრაელის სასამართლომ ალ-აქსას საკითხთან დაკავშირებით განაჩენი გამოაცხადა

ისრაელის სასამართლომ დაადგინა, რომ ებრაელ ჩამოსახლებულებს, ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე ალ-აქსას მეჩეთის ეზოში უნდა მიეცეთ საშუალება, ხმამაღლა ილოცონ და ჩაატარონ რიტუალები თუნდაც დარბევის დროს. 3 არასრულწლოვანი დასახლებულის ადვოკატებმა, რომლებიც დააკავეს იმ მოტივით, რომ გასულ კვირას ალ-აქსას მეჩეთის ეზოში ებრაელი დასახლებების დარბევის დროს ხმამაღლა აღასრულეს რელიგიური რიტუალები, უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრეს. ისრაელის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალ-აქსას მეჩეთში ხმამაღლა ლოცვა და სხვა რელიგიური რიტუალების შესრულება არ შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად ან სამოქალაქო მშვიდობის დარღვევად.

ასე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისრაელის ყველა მოქალაქეს მიეცა უფლება შევიდეს ალ-აქსას მეჩეთში და შეასრულოს რელიგიური რიტუალები.

მეორეს მხრივ, საკითხთან დაკავშირებით პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გააკეთა და სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო.

„ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილება არის დარტყმა სტატუს კვოსათვის. სტატუს კვოს სრული შეცვლა არის რელიგიური ომის გამოცხადება, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ კონფლიქტის ზონაზე და მთელ რეგიონზე“, ნათქვამია პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, ისრაელსა და იორდანიას შორის 1994 წლის 26 ოქტომბერს ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, ალ-აქსა ექვემდებარება იერუსალიმის ისლამური ფონდების ადმინისტრაციას, რომელიც დაკავშირებულია იორდანიის ფონდების, ისლამურ საქმეთა და უწმინდესობის სამინისტროსთან.

სტატუს კვოს თანახმად, ფანატიკოს ებრაელ ჩამოსახლებულებს ალ-აქსაში ღვთისმსახურების უფლება არ უნდა მიეცეთ. თუმცა, ფანატიკოსი ებრაელი დევნილები ხშირად აწყობენ ისრაელის პოლიციის მფარველობით ალ-აქსას მეჩეთის ეზოს დარბევას, თითქოს და ღვთისმსახურების მოტივით.



მსგავსი ინფორმაციები