მიხეილ სააკაშვილი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს

1826060
მიხეილ სააკაშვილი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სააკაშვილი ქალაქ რუსთავის ციხიდან თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

ახლობლები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში გაუარესდა და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

ეს მოთხოვნები გამართულ აქციაზე ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმაც წამოაყენეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად არ ჭამს გარკვეულ საკვებს და არ იყენებს ექიმების მიერ დანიშნულ მედიკამენტებს.

1 ოქტომბერს, 8 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული სააკაშვილი დაუსწრებლად მისჯილი სასჯელის გამო დააკავეს და ქალაქ რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

საქართველოს პროკურატურამ, 2007 წელს ოპოზიციის აქციის დაშლის, ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებლის ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის, კორუფციის და თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ერთი დეპუტატის ცემის  ბრალდებით სააკაშვილის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს  მკვლელობის საქმეში ამნისტიის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ბრალდებით დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.



მსგავსი ინფორმაციები