სირიის ჩრდილოეთში PKK/YPG-ს კიდევ12 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

PKK-ს ე.წ. არარატის მთის პასუხისმგებელი ლიკვიდირებულ იქნა

1824251
სირიის ჩრდილოეთში PKK/YPG-ს კიდევ12 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სირიის ჩრდილოეთში, კერძოდ კი ოპერაციების „მშვიდობის წყაროს“, „ევფრატის ფარის“ და „ზეთისხილის რტოს“ რეგიონებში, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ს კიდევ 12 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

ამავე ინფორმაციით, რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაციები უწყვეტლივ გრძელდება.

მეორეს მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის შიგნით, „ერენ-ზამთარი“ სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში PKK-ს კიდევ 11 ტერორისტი, მათ შორის ე.წ. არარატის მთის პასუხისმგებელიც იქნა ლიკვიდირებული.


საკვანძო სიტყვები: #PKK/YPG-ს ტერორისტები

მსგავსი ინფორმაციები