ისრაელში თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა, მათგან 2 მძიმედ

ისრაელის ქალაქ ელადში თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა, მათგან 2 მძიმედ

1822894
ისრაელში თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა, მათგან 2 მძიმედ

პირველადი ინფორმაციით, ისრაელის ქალაქ ელადში თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა, მათგან 2 მძიმედ.

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის KAN-ის ცნობით, ქალაქ ელადში მომხდარი თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

აღინიშნა, რომ ისრაელის პოლიციამ დაიწყო სამძებრო სამუშაოები 2 თავდამსხმელის დასაკავებლად.

ისრაელის სასწრაფო დახმარების ორგანიზაციის, „დავითის წითელი ვარსკვლავის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა 4 ადამიანი, მათგან 2 მძიმედ.

თავის მხრივ, ისრაელის პოლიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდებარე ტერიტორიებიდან უსაფრთხოების დამატებითი ჯგუფები გადაიყვანეს იყო იმ ტერიტორიაზე, სადაც თავდასხმა მოხდა.

ინფორმაცია თავდამსხმელთა ვინაობაზე და თავდასხმის ფორმაზე არ გავრცელებულა.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები