ილჰამ ალიევმა ზანგილანის რაიონში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა
ილჰამ ალიევმა ზანგილანის რაიონში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ზანგილანის რაიონში თურქი და აზერბაიჯანელი ინვესტორების მიერ ერთობლივად შექმნილი, „ჭკვიანი აგროპარკის“ პროექტი, რომელსაც საძირკველი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ერთად ჩაუყარეს განაცხადა, რომ ის მაგალითი იქნება იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო პარკები შეიქმნას სხვა განთავისუფლებულ რაიონებშიც.
ალიევმა ამის შესახებ, მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ზანგილანის რაიონში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნულ, ვაჰით ჰაჯიევთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.
მისი თქმით, სომხებმა ზანგილანში ყველაფერი გაანადგურეს, მაგრამ, როგორც სხვა გათავისუფლებული რაიონების აღდგენა მოხდა, ანალოგიური განხორციელდება ამ რაიონის მიმართაც.
ალიევმა თქვა: „განთავისუფლებულ ტერიტორიებზე პირველი სასოფლო-სამეურნეო პარკი ზანგილანში იქმნება. შარშან ჩემს ძმასთან, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად საფუძველი ჩავუყარეთ სასოფლო-სამეურნეო პარკს სახელწოდებით „მეგობრული ჭკვიანი აგროპარკი“. ცოტა ხნის წინ ამ პარკის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მივიღე. მოხარული ვარ, რომ ეს იქნება პირველი სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პარკი სხვა გათავისუფლებულ რაიონებში განსახორციელებელი მსგავსი პროექტების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ სოფლის მეურნეობა უნდა იყოს დასაქმების და ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ზანგილანში“.