PKK-ს წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაციები ქვეყნის შიგნითაც გრძელდება

ჩრდილოეთ ერაყში 56 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

1817815
PKK-ს წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაციები ქვეყნის შიგნითაც გრძელდება

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შირნაქის პროვინციის ბესტლერ დერელერის რეგიონში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით, „ერებ-ბლოკირება 5“-ის ფარგლებში უპილოტო საფრენი აპარატის (İHA) მხარდაჭერით კიდევ 3, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს  წევრი იქნა განეიტრალებული.

სულეიმან სოილუმ ტერორისტებს ასევე მოუწოდა „ჩაბარდნენ“ სამართალდამცველებს.

მეორეს მხრივ, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ ერაყში ოპერაცია „კლანჭი ბლოკირების“ ფარგლებში, რომელიც დაიწყო 18 აპრილს, ამ დროისთვის 56 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.



მსგავსი ინფორმაციები