MİT-ის მორიგი ოპერაცია სირიაში

MİT-ის მორიგი ოპერაცია სირიაში

1813952
MİT-ის მორიგი ოპერაცია სირიაში

თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის (MİT) მიერ, სირიაში განხორციელებული ოპერაციის შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია, დაეში-ს კიდევ 2 წევრი იქნა დაკავებული. უსაფრთხოების წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დაეში-ს  წევრები ო.მ. და მ.კ., რომლებიც MİT-ის ადგილობრივი სადაზვერვო საქმიანობის შედეგად იქნენ დაკავებული, ჰათაის პროვინციის ჟანდარმერიის სარდლობას გადასცეს. დაკავებულების წინასწარი ჩვენებით გაირკვა, რომ ისინი თურქეთსა და სირიაში, თურქეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ტერორისტული ქმედების განხორციელებას გეგმავდნენ. ტერორისტებმა ასევე განაცხადეს, რომ ისნი რეგიონში დაეში-ს წევრებს ეხმარებიან.


საკვანძო სიტყვები: #დაეში , #ოპერაცია , #სირია , #MİT

მსგავსი ინფორმაციები