მორიგი დაპირისპირება იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე

არიან დაშავებულები

1811582
მორიგი დაპირისპირება იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე

ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის ჯარისკაცებსა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებისას 17 პალესტინელი დაშავდა ერთი კი დაიღუპა. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტულკარიმში მდებარე ჰადურის უნივერსიტეტში პირველადი დახმარება 51 პალესტინელს გაუწიეს ისრაელის ჯარისკაცებსა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის მომხდარი ინციდენტების დროს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის ჯარისკაცებთან მომხდარი შეტაკების შედეგად 17 პალესტინელი დაშავდა, მათგან 2-ს ცოცხალი ტყვია ესროლეს, ხოლო 34 ადამიანს გაზის ბომბების გამო სუნთქვის უკმარისობის საფრთხე ემუქრებოდა.

მეორეს მხრივ, თვითმხილველებისგან მიღებული ინფორმაციით, ისრაელის ჯარისკაცებმა ჰადურის უნივერსიტეტის სტუდენტების წინააღმდეგ ნამდვილი და რეზინის ტყვიები და ასევე ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

შეგახსენებთ, რომ რამაზნის დასაწყისიდან (2 აპრილი) ისრაელის ძალებსა და პალესტინელებს შორის დაძაბულობა ხელმეორედ გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები