ედი რამა თურქეთის შესახებ მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს

ედი რამა თურქეთის შესახებ მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს

1810880
ედი რამა თურქეთის შესახებ მნიშვნელოვან განცხადებას აკეთებს

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ თურქეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ნაწილი მთელი ევროპისთვის.

ედი რამამ ამის შესახებ, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში თავის კოლეგა, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შედმეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

ედი რამამ პრესკონფერენციის დროს, ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, რომ გაიზარდა თუ არა რუსეთის, ჩინეთის, თურქეთის ან არაბული ქვეყნების ზეგავლენა ბოლო ორი წლის განმავლობაში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე, ასე უპასუხა: „ყველა აქტორის ან მესამე ქვეყნის მდგომარეობა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე ერთი და იგივე არ არის. რეგიონში რუსეთის გავლენა პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ევროკავშირმა დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანა თავისთან უნდა დააახლოოს. რაც შეეხება თურქეთს, ის არის არა მესამე აქტორი, არამედ ალბანეთის სტრატეგიული პარტნიორია, ჩემის აზრით, თურქეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ნაწილი მთელი ევროპისთვის“.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ოლაფ შოლცი , #ედი რამა

მსგავსი ინფორმაციები