შარლ მიშელი, ილჰამ ალიევს და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

შარლ მიშელი, ილჰამ ალიევს და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

1808733
შარლ მიშელი, ილჰამ ალიევს და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან, ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან ბრიუსელში გამართული დაახლოებით 5 საათიანი სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთა და აღნიშნა: „ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ დაწყებულიყო სამშვიდობო მოლაპარაკებების კონკრეტული პროცესი შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მომზადების მიზნით“.

„რამდენი დრო დასჭირდება ხელშეკრულების ხელმოწერას?“ შარლ მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ დეკემბრის პირველი შეხვედრის შემდეგ ბევრი სამუშაო გაკეთდა და განიხილეს ორი მხარის პრიორიტეტები და მოთხოვნები.

„ჩვენ პროგრესს ვაღწევთ. მე არ ვაფასებ ორივე მხარის გამოწვევებს, მაგრამ არსებობს საერთო სურვილი, წინ წავიწიოთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ ეს  ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის შესაძლო ელემენტების შეკრება და რომ ჩვენ პროგრესს ვაღწევთ მდგრადი შეთანხმების მიღწევისკენ, რომელიც გარანტირებულია მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, განაცხადა მან.

მეორეს მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა შარლ მიშელის, ილჰამ ალიევის და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ეს შეხვედრა, აზერბაიჯანის ინტერესების, რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადადგმული  მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ“.

ამავე ინფორმაციით, სამმხრივ შეხვედრაზე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახმელეთო და სარკინიგზო გზების გახსნის საკითხიც იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები