მასუდ ბარზანი ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა
უშინ ირანიდან ნასროლი 12 ბალისტიკური რაკეტა, ერაყის ქალაქ ერბილში მდებარე ამერიკის საკონსულოს მახლობლად ჩამოვარდა
ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონის ლიდერი მასუდ ბარზანი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა.
ბარზანი Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრის დროს, გუშინ ერბილში განხორციელებული ტერაქტის საკითხი განიხილეს. მისვე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი შეთანხმდნენ, რომ თავდასხმა ერაყის სუვერენიტეტის „ამპარტავანი დარღვევაა“.
„სატელეფონო საუბრის დროს, მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ სასწრაფო ზომები უნდა იქნას მიღებული იმ შეთხზული ჭორების წინააღმდეგ, რომლებიც მეორდება ბოლო წლებში ერბილზე თავდასხმების დროს. მე მოვუწოდე ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს მეტი გააკეთონ ქურთისტანის რეგიონის მხარდასაჭერად“, აცხადებს მასუდ ბარზანი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ირანიდან ნასროლი 12 ბალისტიკური რაკეტა, ერაყის ქალაქ ერბილში მდებარე ამერიკის საკონსულოს მახლობლად ჩამოვარდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციური გვარდიის არმიამ აიღო.
მსგავსი ინფორმაციები
ერაყის და სირიის ჩრდილოეთით ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება
ერაყის და სირიის ჩრდილოეთით ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება