სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

1789204
სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

დღეს, სომხეთის პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტის გამოსავლენად კენჭისყრის მეორე ტური გაიმართა. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტის“ პარტიის მიერ წარდგენილი, ვაჰაგნ ხაჩატრიანი ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტად 71 ხმით, 4-ის წინააღმდეგ იქნა არჩეული. იგი 63 წლის გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 მარტს გამართულ კენჭისყრაში 69 დეპუტატი მონაწილეობდა. 69-ვემ ხმა ხაჩატრიანის სასარგებლოდ მისცა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. კენჭისყრის პირველ ტურში პრეზიდენტის ასარჩევად სულ მცირე 81 ხმა იყო საჭირო, მმართველ ფრაქციას კი მხოლოდ 71 მანდატი აქვს.

ცნობისათვის, სომხეთის უკვე ექს-პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა თანამდებობა 23 იანვარს დატოვა იმ მოტივით, რომ მას არ გააჩნდა საჭირო ინსტრუმენტები თავის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად.



მსგავსი ინფორმაციები