ერაყი ახალ პრეზიდენტს ელოდება

ქვეყნის პირველი პირი, კვლავ ქურთებისგან აირჩევა

1778392
ერაყი ახალ პრეზიდენტს ელოდება

ერაყის უზენაესმა ფედერალურმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე, ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარჰამ სალიჰი თანამდებობაზე დარჩება. უზენაესი ფედერალური სასამართლოს მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: “ერაყის კონსტიტუციის 72-ე მუხლის ბ პუნქტის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი განაგრძობს თავის მოვალეობის შესრულებას მანამდე, სანამ პარლამენტი ახალ პრეზიდენტს  აირჩევდეს.“ ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი პრეზიდენტი, საყოველთაო არჩევნების შემდეგ არჩეული ახალი პარლამენტის პირველი სესიიდან 30 დღის ვადაში უნდა იქნას არჩეული და ამიტომ, მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა დამოკიდებულია ახალი პრეზიდენტის არჩევაზე. 2003 წელს, ამერიკული ძალების ერაყში შეჭრის შემდეგ ჩამოყალიბებული პოლიტიკური სტრუქტურის შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტი ირჩევა ქურთებიდან, პრემიერ მინისტრი შიიტებიდან და პარლამენტის თავჯდომარე კი სუნიტებიდან.


საკვანძო სიტყვები: #პრეზიდენტი , #ერაყი

მსგავსი ინფორმაციები