აზერბაიჯანმა სომხეთს კიდევ 8 ჯარისკაცი გადასცა
აზერბაიჯანმა სომხეთს კიდევ 8 ჯარისკაცი გადასცა
აზერბაიჯანმა, სომხეთს დაკავებული კიდევ 8 ჯარისკაცი გადასცა. აზერბაიჯანის ტყვეთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მძევლად აყვანილ მოქალაქეთა სახელმწიფო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსტრადირებულები არიან ჯარისკაცები, რომლებიც გასული წლის 16 ნოემბერს, ქალბაჯარის რაიონში ორი ქვეყნის საზღვრის მიმართულებით პროვოკაციის მცდელობისას დააკავეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ნაბიჯის საპასუხოდ სომხურმა მხარემ, მათ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ყარაბაღის პირველ ომში დაღუპული და სავარაუდოდ მასობრივ საფლავებში დაკრძალული აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჯარისკაცების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 4 თებერვალს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, შეხვედრა გამართეს, რა დროსაც ყარაბაღის პირველ ომში დაკარგული აზერბაიჯანელი მოქალაქეების მდგომარეობა განიხილეს. შეხვედრაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშრებით თანამშრომლობისთვის მზად არის. ამ საკითხს მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც.