თურქეთ-სომხეთის ნორმალიზაციის პროცესის მეორე შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

თურქეთ-სომხეთის ნორმალიზაციის პროცესის მეორე შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

1773225
თურქეთ-სომხეთის ნორმალიზაციის პროცესის მეორე შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

თურქეთსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში, ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლების მეორე შეხვედრა 24 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართება.

საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „თურქეთსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში, ჩვენი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი სერდარ ქილიჩი და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლი რობერ რუბინიანი მორიგ შეხვედრას, 24 თებერვალს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართავენ.“

შეგახსენებთ, რომ ორი ქვეყნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სერდარ ქილიჩმა და რობერ რუბინიანმა პირველი შეხვედრა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, 14 იანვარს გამართა.



მსგავსი ინფორმაციები