საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

1772035
საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი, რომელიც, რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ კრიზისში მხარს, უკრაინას უჭერს. უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც პარლამენტში მიიღეს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ იყო წარდგენილი. რეზოლუცია მიღებულ იქნა 74 მომხრე ხმით, წინააღმდეგი არავინ წასულა.

„საქართველოს პარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს სამხედრო ესკალაციამ. პარლამენტი ასევე გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ განზრახვას, რომელიც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რეგიონალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას,“ ნათქვამია ხსენებულ რეზოლუციაში.



მსგავსი ინფორმაციები