ტყიბულში ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

საქართველოში, ქალაქ ტყიბულში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა

1770992
ტყიბულში ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

საქართველოში, ქალაქ ტყიბულში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.

ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მაღაროელები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება თბილისის დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ გააკეთა.

„რვა მაღაროელი შემოიყვანეს დილით ადრე, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს, სავარაუდოდ, მეთანის გაზის აფეთქების შედეგად. 3 ადამიანი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.“ -  აღნიშნა ქაშიბაძემ.



მსგავსი ინფორმაციები