ერსინ თათარი ანკარას ეწვია

“ვიმედოვნებ, რომ მსოფლიო მალე აღიარებს ჩკთრ-ს“

1770867
ერსინ თათარი ანკარას ეწვია

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩკთრ) პრეზიდენტი ერსინ თათარი, დედაქალაქ ანკარის გარეუბანში მდებარე ქალაქ ბეიფაზარის მერის, თუნჩერ კაპლანის მიწვევით, ამ ქალაქს ესტუმრა და შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სამწუხაროდ ახლო წარსულში, კუნძულ კვიპროსზე მეტად მტკივნეული და სისხლიანი მოვლენები მოხდა. მისივე თქმით, ისინი შთაგონებული იყვნენ  თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ფაშა ათათურქის მიერ გასული საუკუნის პირველ მეოთხედში წარმოებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომებით და სწორედ ამავე შთაგონებით იბრძოლეს მათაც და კუნძულზე შექმნეს თავიანთი სახელმწიფო. “დღეს, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ზოგიერთ სახელმწიფოში შეიძლება სხვაგვარად ფიქრობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში კვიპროსზე არის თურქული სახელმწიფო, რომელიც ორგანულად არის დაკავშირებული დედა-სამშობლო თურქეთთან როგორც სახელმწიფოებრივად, ასევე ეროვნულად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ თურქი ერისა და თურქი ხალხის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ ბოლომდე და კატეგორიულად გავაგრძელებთ ჩვენი უფლებების დაცვას ამ კუნძულზე, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის სასაზღვრო ზოლს წარმოადგენს,“ განაცხადა თათარმა. მისივე თქმით, კვიპროსზე მცხოვრებმა თურქებმა, არასოდეს მისცეს უფლება ამავე კუნძულზე მცხოვრებ ბერძნებს, რომ მათი ასიმილაცია მოეხდინათ და ყოველთვის საკადრისი პასუხი გასცეს მათ ასეთ მცდელობებს. “ამ საქმეში კი ყოველთვის გვერდში გვედგა და გვიდგას დედა სამშობლო თურქეთი თავისი პოლიტიკით, საზოგადოებრივი აზრით და თურქი ხალხისა და მთავრობის ერთობლიობით. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს კვიპროსში არსებობს ორი ხალხი, ორი სუვერენული და თანასწორუფლებიანი სახელმწიფოთი. მართალია ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღიარების გზაზე ჯერჯერობით სირთულეებს განვიცდით, მაგრამ, ვიმედოვნებ, რომ მალე მოხდება ჩკთრ-ის აღიარება და ცნობა მსოფლიო საზოგადოებრიობის მხრიდან, რადგან მთელი მსოფლიო ხედავს, კვიპროსში არის ორი სხვადასხვა სახელმწიფო, ორი განსხვავებული ხალხითა და ორი განსხვავებული დემოკრატიით“, ხაზგასმით განაცხადა ერსინ თათარმა.



მსგავსი ინფორმაციები