მიიღებს თუ არა სომხეთი ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობას?

მიიღებს თუ არა სომხეთი ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობას?

1767877
მიიღებს თუ არა სომხეთი ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობას?

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი: „დიდი ალბათობაა, რომ სომხეთი ანტალიაში დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას“. მან ამის შესახებ, სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით  გამოქვეყნებულ პრესკონფერენციაზე თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობის შესახებ შეფასებები გააკეთა. ფაშინიანი აღნიშნავს, რომ დღის წესრიგში დგას აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის საკითხი. „ასეთი შეთანხმება უნდა გაფორმდეს, მაგრამ პირველ რიგში ეს დოკუმენტი უნდა შეიქმნას მოლაპარაკებების შედეგად. სომხეთი მზად არის ამ მოლაპარაკებებისთვის. რაც შეეხება თურქეთთან ურთიერთობებს, ჩვენი სურვილია ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მათთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, საზღვრების გახსნა. წარსულში დაშვებული შეცდომების განმეორება არ გვსურს. ჩვენმა სპეციალურმა წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდება, დიდი ალბათობით სომხეთი მიიღებს მონაწილეობას ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში. არაგონივრული იქნებოდა მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობის ხელიდან გაშვება,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 19 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 11-13 მარტს გასამართ ანტალიის დიპლომატიის მეორე ფორუმზე (ADF) ასევე მიწვეული იქნენ სომხეთის წარმომადგენლებიც.



მსგავსი ინფორმაციები