უკრაინამ სამხედრო სწავლება ჩაატარა

უკრაინამ ყირიმის მახლობლად სარაკეტო სისტემების გამოყენებით სამხედრო წვრთნები ჩაატარა

1766387
უკრაინამ სამხედრო სწავლება ჩაატარა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის მახლობლად სარაკეტო სისტემების გამოყენებით სამხედრო წვრთნები ჩაატარეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წვრთნებში გამოყენებული იქნა BM-21 „გრადის“ მოდელის მრავალლულიანი სარაკეტო გამშვები სისტემები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედრო სწავლება ყირიმის მახლობლად ხერსონის რაიონში ჩატარდა იმისთვის, რომ ჯარი მოემზადოს სიტუაციის მოულოდნელი ცვლილებებისთვის.


საკვანძო სიტყვები: #სამხედრო წვრთნები , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები