პრემიერი ღარიბაშვილი თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა

შეხვედრაზე თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები შეფასდა

1765867
პრემიერი ღარიბაშვილი თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქეთს მისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ღარიბაშვილმა დედაქალაქ თბილისში, მთავრობის შენობაში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი მიიღო და თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები შეაფასა.

პრემიერის წერილობითი განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობა მდგრადი განვითარებისა და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია, რაც ქვეყნებს მეტ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებასა და მდგრადობას მოუტანს.

ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩ იაზგანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის და თურქულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა თურქული მედიკამენტების საქართველოს ბაზარზე შეტანა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაზრდა.

პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებთან ეფექტური რეგიონული თანამშრომლობა არის გზა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისკენ.



მსგავსი ინფორმაციები