ევროკავშირმა ისრაელს უკანონო ქმედებების შეჩერება მოსთხოვა
“პალესტინელების გამოსახლება კიდევ უფრო გაამძაფრებს დაძაბულობას“

ევროკავშირმა ისრაელს მოსთხოვა შეწყვიტოს პალესტინელების საკუთარი სახლებიდან ევაკუაცია და მათი დანგრევა, ხოლო ამის პარალელურად კი ახალი უკანონო დასახლებების მშენებლობა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმის შეიხ ჯარაჰსა და სილვანის რაიონებში ათწლეულების განმავლობაში მცხოვრები პალესტინელების საკუთარი სახლებიდან გამოსახლება კიდევ უფრო გაამძაფრებს დაძაბულობას და გამოიწვევს გამოყვანის ტენდენციას როგორც დასავლეთ სანაპიროზე, ასევე აღმოსავლეთ იერუსალიმში. როგორც ცნობილია, ისრაელმა 17 იანვარს მიღებული ე.წ. “ქვედა აკვედუკის გეგმის“ ფარგლებში გადაწყვიტა 1450-ზე მეტი ახალი სახლი ააშენოს აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპირებულ ჰარ ჰომასა და გივატ ჰამატოსის რაიონებში. “ევროკავშირი მოუწოდებს ისრაელს შეაჩეროს ეს გეგმაც და ყველა სხვა დასახლებების აქტივობაც, რადგან იგი კიდევ უფრო ძირს უთხრის იერუსალიმის, როგორც ორივე სახელმწიფოს მომავალი დედაქალაქის შესაძლებლობას. პალესტინური სახლების დანგრევა და მაცხოვრებლების გამოსახლება, ხოლო მის საწინააღმდეგოდ ებრაული დასახლებების გაფართოება, უკანონოა და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის კოდექსს და ამასთან, ისინი ზრდიან დაძაბულობას, საფრთხეს უქმნიან პრობლემის ორ სახელმწიფოებრიანი მოგვარების სიცოცხლისუნარიანობას და ამცირებენ გრძელვადიანი მშვიდობის იმედებს. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს დიალოგს და სამშვიდობო პროცესის რაც შეიძლება მალე განახლებას.“- აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.
მსგავსი ინფორმაციები

ირანმა სპარსეთის ყურეში კონტრაბანდული საწვავის გადამზიდავი გემი დააკავა
ირანმა სპარსეთის ყურეში კონტრაბანდული საწვავის გადამზიდავი გემი დააკავა