ისრაელის ჯარისკაცებმა კიდევ ერთი პალესტინელი მოკლეს

მას ბრალი დასდეს დანით თავდასხმის მცდელობაში

1764385
ისრაელის ჯარისკაცებმა კიდევ ერთი პალესტინელი მოკლეს

 

პალესტინიდან მიღებული ინფორმაციით,  ისრაელის ჯარისკაცების მხრიდან ერთი პალესტინელის, ბეთლემის სამხრეთში ვითომცდა დანით თავდასხმის მცდელობის გამო მოკვლის შემდეგ, ჰამასმა და ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ განცხადებები გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ ისრაელი, პალესტინელების წინააღმდეგ ჩადენილი "დანაშაულებისთვის" მკაცრ საფასურს გადაიხდის. ჰამასის განცხადებაში ნათქვამია: "დამპყრობელი ისრაელი, როგორც ჩვენს ძალებზე, ასევე ჩვენს დასახლებებზე და ქონებაზე განხორციელებული შეუწყვეტელი თავდასხმების გამო მძიმე საფასურს გადაიხდის. ჩვენ მანამდე გავაგრძელებთ წინააღმდეგობას უზურპატორი დამპყრობლების წინააღმდეგ, სანამ ჩვენი ხალხი ღირსეულად და უსაფრთხოდ არ იცხოვრებს საკუთარ მიწაზე." ამავე განცხადებით, მოკლული პალესტინელის სავარაუდო თავდასხმა, “ბუნებრივ პასუხს წარმოადგენს ისრაელის ჯარისკაცების მიერ იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე, იერუსალიმსა და ნაჯაფში განხორციელებულ თვითნებობებზე და ძალადობებზე.“

„ისლამური ჯიჰადის მოძრაობის“ განცხადებაშიც ნათქვამია, რომ ისრაელის ჯარისკაცების მიერ პალესტინურ დასახლებებში ჩადენილი „დანაშაულები,“ ​​უპასუხოდ არ დარჩება. "ებრაელი მოძალადეები გადაიხდიან ფასს ჩვენი სიცოცხლისა და მიწების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისა და ძალადობების გამო.  ჩვენი ხალხის ბრძოლა დასავლეთ სანაპიროზე, იერუსალიმსა და ნაჯაფში გაგრძელდება მანამ, სანამ ეს მიწები და წმინდა ადგილები არ გათავისუფლდება ისრაელის ოკუპაციისგან."  - აღნიშნულია ამ განცხადებაში. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, "გუშინ ბეთლემის სამხრეთში ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ფალიჰ ჯარადატს იმ მოტივით, თითქოსდა მან დანით თავდასხმა სცადა ძალოვანებზე, რის შედეგადაც იგი მოწამეობრივად დაიღუპა."


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #პალესტინა

მსგავსი ინფორმაციები