დაძაბულობა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე

დაძაბულობა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე

1761070
დაძაბულობა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ გუშინ შუადღისას ქალბაჯარის რაიონის მიმართულებით განხორციელებული პროვოკაციის გამო დაიძაბა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის მხარის თავდასხმების აღსაკვეთად ინტერვენციული ზომები გაატარა.

ფაქტს გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და სომხეთის პროვოკაციული ქმედებები მკაცრად დაგმო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, შუადღისას, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად აზერბაიჯანელი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები