ფრინველის გრიპი ბულგარეთში
ფრინველის გრიპი ბულგარეთში
1756314
ბულგარეთის სამხრეთ ნაწილში ერთ-ერთ სოფელში ფრინველის გრიპის ეპიდემიის გამო 39 ათასი ქათმის განადგურება მოუხდათ. ბულგარეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 39 ათასი ქათამი განადგურებულ იქნა „A ტიპის“ მაღალი პათოგენური ფრინველის გრიპის გამო, რომელიც დაფიქსირდა სოფელ კრივო-პოლში მდებარე ორ ფერმაში. ამავე ინფორმაციით, ხსენებულ სოფელში ფრინველის გრიპი, გასული წლის აპრილის შემდეგ მეორედ გავრცელდა. ეპიდემიის პირველ ტალღაზე კი 40 ათასი ქათამი იქნა განადგურებული.